პრიმერა დივიზიონის ბოლო, 38-ე ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლა და ფრედ - 1:1 ეთამაშა.
„ბილბაომ“ ანგარიში 49-ე წუთზე ნახევარმცველ ოიან სანსეტის გოლის წყალობით გახსნა. კარიმ ბენზემამ 72-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. მატჩი ასეც დასრულდა.
ამრიგად, მადრიდის „რეალმა" 2022/2023 წლების სეზონის ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. გუნდმა 78 ქულა მოაგროვა და თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ ერთი ქულით გაუსწრო, ჩემპიონ „ბარსელონას“ კი 11 პუნქტით ჩამორჩა.
„ბილბაო“ 51 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.