სხვა

1:57 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაში კენიელმა ქალმა მორბენელმა 1500 მეტრზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა ფაით კიპიეგონმა, ფლორენციაში გამართულ ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე, 1 500 მეტრზე სირბილში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან დისტანცია 3 წუთსა და 49.11 წამში გაირბინა და 0.96 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ეთიოპიელმა გენზებე დიბაბამ 2015 წელს დაამყარა.

29 წლის მორბენალს თავისი კარიერის განმავლობაში, 1 500 მეტრზე ორი ოლიმპიური ოქროს და მსოფლიო ჩემპიონის ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ერთხელ იყო თანამეგობრობის თამაშების ჩემპიონი და სამჯერ - ბრილიანტის ლიგის ჩემპიონი.

კიპიეგონმა დისტანციის პირველი ნახევარი, პეისმეიკერების უკან გაატარა. ბოლო 300 მეტრზე კი ტემპი გაზარდა და ხაზთან კარგა შორს ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი, ბრიტანელი ლორა მუირი.

„ძალიან მიხარია ფაითის გამო. უფრო გამიხარდებოდა, მასთან ახლოს რომ დამემთავრებინა გარბენი. მაგრამ სეზონის პირველი რბოლისთვის, მართლაც კარგი გამოსვლა მქონდა. პირველი 800 მეტრი ასე სწრაფად, ადრე არასდროს გამირბენია“, - განაცხადა მუირმა.

0.117119