სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:54 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალბას შეძენა სამ კლუბს სურს

მადრიდის „ატლეტიკო,“ „ბენფიკა“ და „ინტერი“ ესპანელი მცველის, ჟორდი ალბას შეძენით დაინტერესდნენ, რომელმაც ცოტა ხნის წინათ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააუქმა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფერნანდო პოლო.

34 წლის ალბა „ბარსელონას“ აღზრდილია. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში მცველმა 459 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კლუბთან მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ მხარეები თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბამ კლუბს ხელფასის უმეტესი ნაწილის გადაუხდელობა აპატია.

თეგებიჟორდი ალბა
სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114263
სარეკლამო ადგილი - 99
X x X