„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა და მოქმედ გუნდთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ლუის მიგელსანცი. წყაროს ცნობით, ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება „სიტისაც“ სურდა.
გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტიში“ გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს „ქალაქელებთან" კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ეწურება.