„ლაციო“ „ნაპოლის“ პოლონელი ნახევარმცველით, პიოტრ ჟელინსკით დაინტერესდა, თუმცა ნეაპოლელები მას მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
ჟელინსკის „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. შარშან მას „ვესტ ჰემსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
„ლაციოს“ ახლანდელი თავკაცი, მაურუციო სარი, პოლონელს თავის დროზე „ემპოლიში“ წვრთნიდა და ახლაც სურს მისი გადაბირება.
„ნაპოლი“ ჟელინსკის ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს, წელიწადში 2,7 მილიონევროიანი ანაზღაურებით. ეს იმ თანხაზე ნალებია, ვიდრე პოლონელი გასულ სეზონში იღებდა, მაგრამ დიდი ალბათობთ, ის ნეაპოლიტანელთა შეთავაზებას დათანხმდება.