ფეხბურთი

18:10 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს გამოდის, „იუვე“ კი 90 მილიონს ითხოვს

„ბაიერნსა“ და „იუვენტუსს“ დუშან ვლაჰოვიჩის შეფასებაში „სულ რაღაც“ 30-მილიონევროიანი სხვაობა აშორებთ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ სერბი ფორვარდი მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის მთავარი სამიზნეა.

„ბაიერნი“ მზადაა, ტრანსფერის სასტარტო წინადადებად ტურინელებს 55-60 მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ „იუვენტუსს“ ყველაზე ცოტა 90 მილიონის აღება სურს.

მიმდინარე სეზონის სერია ა-ს 23 მატჩში ვლაჰოვიჩმა 10 გოლი გაიტანა.

0.136199