ფეხბურთი

2:39 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანმა ირანის თასი მოიგო

გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ ირანის თასი მოიგო და სეზონი დუბლით დაასრულა.

ირანულმა გუნდმა ფინალში „ესტეგლალი“ დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მოედანზე 120 წუთის განმავლობაში იყო. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ „პერსეპოლისი“ ირანის ჩემპიონიც გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველადაც დაასახელეს.

0.117591