ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მადრიდის „რეალი", „მანჩესტერ იუნაიტედი" და „ბარსელონა" მსოფლიოს სამ ყველაზე ძვირადღირებულ კლუბს შორის არიან.
ავტორიტეტულმა გამოცემამ მადრიდის „რეალი“ პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად აღიარა. კლუბის ღირებულება 5,68 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, რეიტინგში მეორე ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიკავა (5,62 მილიარდი ევრო).
ხუთეულში ასევე შედიან „ბარსელონა“ (5,16 მილიარდი), „ლივერპული“ (4,95 მილიარდი) და „მანჩესტერ სიტი“ (4,67 მილიარდი ევრო).
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეულში შეტანილ სხვა კლუბებს შორის იყვნენ გერმანული და ფრანგული გიგანტები - „ბაიერნი“ (4,55 მილიარდი ევრო) და პსჟ (3,94 მილიარდი), ასევე ინგლისის პრემიერლიგის ლონდონური კლუბები - „ჩელსი“ (2,9 მილიარდი ევრ), „ტოტენჰემი“ (2,62 მილიარდი) და „არსენალი“ (2,12 მილიარდი ევრო).