ფეხბურთი

15:20 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: „ბარსელონა“ და „ინტერ მაიამი“ მესის გადაბირებას ერთობლივად ცდილობენ

ცნობილი ფრანგული გამოცემის, L'Equipe-ს ინფორმაციით, კატალონიურმა და MLS-ის გუნდმა ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს, რათა ლეო მესი „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადაიბირონ.



შეთანხმების მიხედვით, „ინტერ მაიამი“ ზაფხულში ლეოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, შემდეგ კი მას 18 თვით „ბარსელონაში“ გაანათხოვრებს. იჯარის დასრულების შემდეგ, მესი კარიერის ბოლო წლებს MLS-ში გაატარებს.

გამოცემის მიხედვით, მესის სარგებელი ის იქნება, რომ საყვარელ კლუბში დაბრუნება და 2024 წლის კოპა ამერიკამდე მაღალ დონეზე გააგრძელებს თამაშს, შემდეგ კი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც თამაშის სურვილს სულ გამოთქვამდა. თავის მხრივ, MLS-ის გუნდი, როგორც ბრენდი, მსოფლიო ჩემპიონის დამატებით უფრო განვითარდება.

ლეო მესი „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ფრანგული კლუბის მაისურით 74 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

0.121651