ლიგა 1

14:39 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ახალი სეზონის ფორმა წარადგინა, გარეკანზე კი მესიც დაიტანა

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ახალი სეზონის ფორმა წარადგინა და საინტერესოა, რომ გარეკანზე ლეო მესიც დაიტანა, რომლიც წასვლის შესახებაც ცნობები უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება.



ფრანგული კლუბის განცხადებით, ახალი სეზონის ფორმა კლასიკურ პარიზულ დიზაინს მიაგებს პატივს და საფრანგეთის დედაქალაქის უნიკალურ სულს განასახიერებს:

„ეს საკულტო მაისური კიდევ ერთხელ განასახიერებს ტუნიკს, რომელსაც პარიზელი მოთამაშეები 2000-იანი წლების დასაწყისში ატარებდნენ და ის ასახავს „პარი სენ-ჟერმენის“ არსს გასაოცარი დიზაინის საშუალებით. წითელი და თეთრი ზოლები, კლუბის სიმბოლოები, თანდათანობით ერწყმის დინამიურ ლურჯ ფერს ისე, როგორც სინათლე პარიზის ცაში“

ახალი ფორმის საჩვენებლად ერთ-ერთ მოთამაშედ პარიზულმა გუნდმა ლეო მესი წარმოადგინა. უკვე ხშირად გვინახავს მსგავსი შემთხვევა, როდესაც გუნდი ახალი ფორმის პრეზენტაციისას იმ ფეხბურთელს იყენებს, რომლის წასვლაც გადაწყვეტილია, თუმცა ეს ამბავი მაინც საინტერესოა.

ლეოსა და პსჟ-ს ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიძაბა, როდესაც არგენტინელი მთავარი მწვრთნელის დაუკითხავად საუდის არაბეთში გაემგზავრა, რის გამოც მას თამაშის გამოტოვება და ბოდიშის მოხდა მოუწია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესის მომავალი გუნდი ან საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან იქნება, ან მსოფლიო ჩემპიონი კვლავ „ბარსელონას“ მიაშურებს.

0.117461