ფეხბურთი

13:12 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ანიელი სასამართლოს წინაშე წარდგება

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

ის ერთადერთია ტურინული გრანდიდან, რომელმაც ე.წ. ხელფასების მანევრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ამიტომ, 15 ივნისს, სასამართლოში წარდგება. ჯერჯერობით, უცნობია, რა სასჯელი ემუქრება ანიელის, რომელმაც პრეზიდენტი პოსტი გასული წლის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ ხელფასების მანევრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიიღო, რის გამოც მხოლოდ ფინანსური ჯარიმა დააკისრეს.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე „იუვეს“ კაპიტალის მოგების საქმეზე 10 ქულა დააკლეს, ხოლო ანდრეა ანიელი 24 თვით ფეხბურთს ჩამოაშორეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141215