ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბირთვის კვრაში, ამერიკელმა რაიან კროუზერმა, ლოს ანჯელესის დიდ პრიზზე ასპარეზობისას, ბირთვი 23.56 მეტრზე გასტყორცნა და მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.
კროუზერს წინა რეკორდი - 23.37 მეტრი, შეერთებული შტატების ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, იუჯინში (შტატი ორეგონი) ჰქონდა დამყარებული. ის მსოფლიოში ერთადერთი ათლეტია, ვინც ბირთვი 23.50 მეტრს გადააცილა.
მან განაცხადა, რომ ვარჯიშებზე კვლავაც ბევრს მუშაობს და პიკისთვის არ მიუღწევია. თავისი რეკორდული ტყორცნა მან მეოთხე ცდაზე შეასრულა. პირველ ცდაზე შედეგი 23.23 მეტრი ჰქონდა, მეორეზე - 23.31 მეტრი. ეს ყველა დროის საუკეთესო ტყორცნების ექვსეულის შედეგებია.
30 წლის ათლეტი, ბირთვის კვრის ახალ სტილზე მუშაობს და მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში, სამ თვეზე ნაკლებში დაიწყება, მთავარი ფავორიტი იქნება.