ფეხბურთი

22:21 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს - წერს ესპანური გამოცემა Sport.

წყაროს ცნობით, „ბარსელონასა“ და ჩავის შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირებში სასურველი სცენარით ვითარდება. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღბენ. მხარეები გარიგების დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ.

ესპანელი მწვრთნელი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელსაც ვადა 2026 წელს ზაფხულამდე ექნება. ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლიდან თავკაცობს. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

2022/2023 წლების სეზონში მის ხელმძღვანელობით კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ.

0.114464