დასრულდა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის „ოთხთა ფინალების” ნახევარფინალური შეხვედრები.
მოგეხსენებათ, ნახევარფინალები ორმატჩიანი იყო და გამარჯვებულიც, ორივე მატჩის ჯამური შედეგით გამოვლინდა.
შედეგები:
27 მაისი:
1) “პრომეთე” - “ბსბ” 32:48
2) “ქუთაისი 2015” - “პეგასი” 22:33
28 მაისი:
1) ”ბსბ” - “პრომეთე” 43:29
2) “პეგასი” - “ქუთაისი 2015” 27:27
შესაბამისად, ფინალში გასვლის უფლება ბათუმის “ბსბ”-მ და თბილისის “პეგასმა” მოიპოვეს. ხოლო მესამე ადგილისთვის “ქუთაისი 2015” და წყალტუბოს “პრომეთე” დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ფინალური მატჩები ბათუმში გაიმართება, ხოლო მატჩებს მესამე ადგილისთვის თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია