კანადის ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანია 5:2 დაამარცხა და ისტორიაში 28-ე ტიტული მოიპოვა.
ფინეთსა და ლატვიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში კანადა მოულოდნელად, გერმანიას დაუპირისპირდა. ევროპელებმა 2 პერიოდის განმავლობაში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკელებს, თუმცა მესამე პერიოდში, ბლაისის, ტოფოლის და ლოფტონის გოლების შედეგად, კანადელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, 5:2 მოიგეეს და ტიტულსაც დაეუფლნენ.
მესამე ადგილის მფლობელი კიდევ უფრო მოულოდნელად, მასპინძელი ლატვიის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც აშშ 4:3 დაამარცხა.
ყინულის ჰოკეის მომდევნო, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ჩეხეთი, კერძოდ კი პრაღა და ოსტრავა უმასპინძლებს.