ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ 1 ივლისიდან „ლურჯებს“ სათავეში მაურისიო პოჩეტონო ჩაუდგება.
„მაურისიოს გამოცდილება, მისი სტანდარტები და ლიდერის თვისებები ძალიან დაეხმარება „ჩელსის“. ის გამარჯვების მომტანი მწვრთნელია, რომელიც ბევრ ლიგაში უმაღლეს დონეზე მუშაობდა. მისმა ტაქტიკურმა მიდგომამ და განვითარებისადმი ერთგულებამ ის ჩვენთვის გამორჩეულ კანდიდატად აქცია“ - განაცხადა ლოურენს სტიუარტმა, „ჩელსის“ სპორტულმა დირექტორმა.
„ჩელსიში“ დანიშვნამდე არგენტინელი სპეციალისტი „პარი სენ-ჟერმენში“, „ტოტენჰემში“, „საუთჰემპტონში“ და „ესპანიოლში“ მუშაობდა.