საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა, კილიან მბაპემ ზაფხულის სატრანსფერო ჭორების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ წასვლას არსად აპირებს:
„პსჟ-ში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი არჩევანია, რომ მომავალ წელსაც ამ პროექტის ნაწილი ვიყო. მომავალ სეზონსაც აქ გავატარებ. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა პსჟ-ს რიგებში თამაში. მადლობა სტაფს, პრეზიდენტს და ხალხს, ვინც მხარში მიდგას, რადგან სწორედ მათი წყალობით ვაგრძელებთ საუკეთესო კონდიციებში ყოფნას და გამარჯვების მოპოვებას“ - განაცხადა კილიანმა.
პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1 შაბათს, „სტრასბურგთან“ ნათამაშები ფრით ოფიციალურად, 1 ტურით ადრე მოიგო, თავად მბაპე კი გუშინ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.