ფეხბურთი

23:18 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ბოლო წუთებზე გადარჩა

„ვალენსიამ“ პრიმერას 37-ე ტურში „ესპანიოლს“ „მესტალიაზე“ უმასპინძლა და მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა. საბოლოოდ 2:2. შეცვლაზე შესულმა ლინომ კატალონიელებს 93-ე წუთზე გაუტანა, თავისიანებს ქულა მოაპოვებინა და ელიტაში დარჩენის შანსიც გაუზარდა. „ესპანიოლი“ კი მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

გიორგი მამარდაშვილს 3 მოგერიება მოუგრივდა. ახლა რუბენ ბარახას გუნდს 41 ქულა აქვს და ორი პუნქტით უსწრებს გასავარდნ ზონას. ბოლო ტურში, 4 ივნისს, „ღამურები“ „ბეტისს“ ესტუმრებიან.

0.124042