ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მე-2 საგამოფენო მატჩი ჩაატარა და ამჯერად, ქართველი ცენტრი გუნდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა კი, მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა.
მიუოკელებმა დეტროიტში “პისტონზთან” პირველი მეოთხედი 10 ქულის სხვაობით (29:19) მოიგეს, საბოლოოდ კი, 80:94 დამარცხდნენ. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ჯეისონ კიდის მიერ დარიგებული “ბაქსის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია: კრის მიდლტონმა (13), ჯაბარი პარკერმა (11), ბრენდონ ნაიტმა (11) და ჯონ ჰენსონმა (10). დეტროიტელთაგან ძალიან სარგებლიანი იყო ცენტრი ანდრე დრამონდი, რომელმაც 15 ქულას ერთბაშად 16 მოხსნა (6 შეტევაში) წაამატა.
“მილუოკის” მორიგი წინასასეზონი მატჩი 12 ოქტომბრის დილას შინაურ “ბრედლი სენთერში” “ბულსის” წინააღმდეგ ელის.