ავტოსპორტი

23:52 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა მონაკოშიც მოიგო

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ისევ მოიგო. ამჯერად მონაკოში, სადაც სტარტი პოულიდან აიღო და ამ გამარჯვებით, თავისი ლიდერობა 39 ქულამდე გაზარდა. „რედ ბულმა“ კი სეზონის პირველ ექვს ეტაპზე, ამდენივე გამარჯვება მოიპოვა.

ფერსტაპენისგან განსხვავებით, არ გაუმართლა მის თანაგუნდელ სერხიო პერესს, ვისაც ხუთჯერ მოუწია ბოქსებში შესვლამ და საბოლოოდ, მე-16 ადგილს დასჯერდა. მეორე და მესამე ადგილები, ფერნანდო ალონსომ და ესტებან ოკონმა დაიკავეს, ვინც „ალპინს“ ამ სეზონში პირველი კვარცხლბეკი მოუპოვა.

მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, ვინც რბოლის უსწრაფესი წრისთვის, დამატებითი ბონუს ქულაც მიიღო.

ფერსტაპენმა აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა, კედელს რამდენჯერმე გამოედო, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა რბოლაში დარჩენას. მონაკოში ეს მისი მეორე გამარჯვებაა, ამ სეზონში კი უკვე ოთხი მოგება აქვს და ყოველი ეტაპის შემდეგ, მესამე ტიტულს უახლოვდება. გარდა ამისა, ისგახდა პილოტი, ვინც „რედ ბულის“ მანქანით ყველაზე მეტი (39) გამარჯვება მოიპოვა. ეს კი ერეთით მეტია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელის ძველ რეკორდზე.

პირველი 51 წრე მშრალ ტრასაზე მიმდინარეობდა და საინტერესოც არაფერი მომხდარა. მაგრამ შემდეგ წვიმამ ტრასის ზოგი ნაწილი დაასველა, ზოგი კი მშრალად დატოვა. ამან კი პილოტებს საქმე გაურთულა. მათ გაუჭირდათ იმის გარკვევა, თუ რა ტიპის საბურავებზე გადასულიყვნენ. ფერსტაპენმა რამდენიმე წრე მოიცადა და კინაღამ ყველაფერი წააგო - მოსახვევ პორტიეში მოცურდა, მაგრამ მართვა შეინარჩუნა და მალე ბოქსებში შეუხვია.

არც ალონსოს გაუმრთლა, ვინც თავიდან მედიუმებზე გადავიდა (რბოლა ჰარდით დაიწყო), მაგრამ წვიმის გამო, მალე ისევ მოუწია რეზინს გამოცვლამ. „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ალონსოსთვის პირველივე პიტ სტოპზე საშუალო წვიმის საბურავები რომ დაეყენებინათ, ფერსტაპენს კონკურენციასაც გაუწევდაო, მაგრამ ასე არ მოხდა.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 260.286 კმ (3.337კმ, 78 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:48:51.980
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +27.921
  3. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +36.990
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +39.062
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +56.284
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +61.890
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +62.362
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +63.391
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +1 წრე
  10. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +1 წრე
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +1 წრე
  12. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +1 წრე
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +1 წრე
  14. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +1 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +2 წრე
  16. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +2 წრე
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +2 წრე
  18. ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) +2 წრე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +2 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +21 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:15.650 (33-ე წრე, 158.799 კმ/სთ)

0.127427