პრიმოჟ როგლიჩი ჯირო დ’იტალიას ჩემპიონი გახდა. ის პირველი სლოვენიელი ველომრბოლია, ვინც იტალიური ველომარათონის მოგება შეძლო. ბოლოსწინა ეტაპზე გამარჯვების და ლიდერის მაისურის მოპოვების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ეტაპზე მან წინ აღარავინ გაუშვა.
ბოლო ეტაპის სპრინტში, შეუდარებელი იყო ბრიტანელი მარკ კავენდიში, რომელმაც მისთვის ჩვეულ სტილში, ყველა უშანსოდ დატოვა. ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო ჯიროზე და სიმბოლურია, რომ ასპარეზს გამარჯვებული ტოვებს. სულ კი ეს ჯიროზე მის მიერ მოგებული მე-17 ეტაპია. კავენდიში ამ სეზონის ბოლოს, თავის სახელოვან კარიერას დაასრულებს.
საბოლოოდ, 33 წლის როგლიჩმა 14 წამით აჯობა ბრიტანელ გერეინ თომასს. მესამე ადგილზე კი პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა გავიდა, ვინც ჩემპიონს წუთით და 15 წამით ჩამორჩა.