ფეხბურთი

16:44 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი: "ჩემი ძმა იმსახურებს ამ წარმატებას, ის ევროპაში საუკეთესო მწვრთნელია"

„რეჯინას“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კომენტარი თავისი ძმის, სიმონეს შესახებ გააკეთა, რომელმაც „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

როგორც პიპომ აღნიშნა, სიმონე ინძაგი ევროპაში საუკეთესო მწვრთნელია და იმსახურებს იმ წარმატებას, რომელსაც მიაღწია.

„ყოველთვის ვამბობდი, რას ვფიქრობდი სიმონეზე, მაშინაც კი, როცა მას აკრიტიკებდნენ. ის ევროპის საუკეთესო მწვრთნელია, სერიოზული ადამიანია და ასევე დიდი მწვრთნელი. მიხარია, რომ ტიტულები მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშიც დაიმსახურა“, - თქვა ფილიპომ.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი „ინტერამდე“ წარმატებით „ლაციოში“ მუშაობდა. მისგან განსხვავებით, ფილიპოს სამწვრთნელო კარიერა ჯერჯერობით ისეთი ვერაა, როგორიც ფეხბურთელობისას ჰქონდა.

0.114543