„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. კრისტოფ გალტიეს გუნდმა ბოლოსწინა ტურში „სტარსბურთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა.
პარიზელთაგან ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. პსჟ-მ 4 ქულით გაასწრო „ლანსს“, რომელმაც სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი მე-11-ედ გახდა, რაც რეკორდია, გაასწრო რა, „სენტ ეტიენს“, რომელსაც 10 ტიტული აქვს.
ლიონელ მესიმ კი ტოპლიგების ეგიდით 496-ე გოლი გაიტანა და რეკორდის ავტორი გახდა, ამაზე მეტი ტოპლიგაში არავის გაუტანია.