12:37 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ" ლუის ენრიკესთან მოლაპარაკება გამართა

„ბარსელონას" და ეს პანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, იტალიურ „ნაპოლიში" გადასვლაზე მოლაპარაკება დაიწყო - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემთხვევაში, ენრიკე ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობის ფავორიტია.

იტალიურ კლუბს ჯერ არ მიუღწევია შეთანხმება ესპანელ სპეციალისტთან, მაგრამ ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობაზე უარის თქმამ მას იტალიაში მუშაობის შესაძლებლობა გაუხსნა.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგულ პსჟ-ს, რომელიც კრისტოფ გალტიეს შემცვლელად ახალ სპეციალისტს ეძებს, ესპანელის თავისთან ხილვა სურს.

0.113075