ფეხბურთი

17:45 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს" კეინის გარიგებაში აზარის ჩართვა სურს

„რეალი“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის თაობაზე. გარდა ფულის შეთავაზებისა, მადრიდელები მზად არიან ლონდონურ კლუბს ერთ-ერთი თავდამსხმელი - ედენ აზარი დაუთმონ - იუწყება ესპანური რადიო Cadena Ser.

„რეალის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „ტოტენჰემი" უარს არ იტყვის მათ შეთავაზებაზე, რადგან ბელგიელმა უკვე მოახერხა პრემიერლიგაში დამკვიდრება „ჩელსიში“ თამაშის დროს. კეინს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ამიტომ მისი წასვლა ახლა ყველაზე სავარაუდოა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კეინმა 37 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. აზარის სეზონი შორს იყო წარმატებულისაგან, გაუთავებელი ტრავმების გამო ბელგიელმა პრიმერაში მხოლოდ ექვსი მატჩის ჩატარება შეძლო.

0.117271