პსჟ არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფრანსუა გალარდო.
წყაროს ცნობით, პსჟ მზადაა არგენტინელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს 1+1 სქემით და წელიწადში 100 მილიონევროიანი ანაზღაურებით. პარიზელთა ყატარელ ხელმძღვანელებს ლეოს საუდის არაბეთის ჩემპიონატში ტრანსფერის დაშვება არ სურთ. ასევე აღნიშნულია, რომ მესის ესპანურ „ბარსელონაში" დაბრუნება შეუძლებელია.
35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მან პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 20 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.