ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლიში“ ლუის ენრიკეს შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ძნელი წარმოსადგენია მწვრთნელი, რომელიც „ბარსელონაში“ მუშაობასაა მიჩვეული, „ნაპოლის“ მწვრთნელობას დათანხმდეს.
„თუ დე ლაურენტისი მოახერხებს მის დარწმუნებას, კიდევ ერთ დიდ ოპერაციას გააკეთებს. თუმცა, მაქვს ეჭვები: მიჭირს იმის დაჯერება, რომ ლუის ენრიკე, რომელიც „ბარსელონაში“ 24 სავარჯიშო მოედანსაა შეჩვეული, დათანხმდება კასტელ ვოლტურნოში ვარჯიშების ჩატარებაზე. ჩემი აზრით, „ნაპოლისთვის“ ყველაზე რეალური ვინჩენცო იტალიანოს და ტიაგო მოტას ვარიანტებია, მაგრამ შეიძლება ვცდები“, - თქვა დი მარციომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ლუჩანო სპალეტი ტოვებს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადადგება.