„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილი დაიცვა და სოციალურ ქსელში მისი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც მან აღნიშნა, კარგად იცნობს გიორგის და იცის, როგორი დიდი გულის მქონე ადამიანია.
„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინისიუს, შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“, - დაწერა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსთან ჩხუბის გამო მამარდაშვილს „რეალის“ და ბრაზილიელი ფანები რასიზმში ადანაშაულებენ.