„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში არა მარტო კარგი თამაშით, არამედ ვინისიუსთან ჩხუბითაც მოექცა და ის ბევრმა რასიზმში დაადანაშაულა.
ამიტომაც, გიორგიმ კომენტარი გააკეთა და ბრაზილიელ ფეხბურთელს მიმართა:
„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუს, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარე გახდა.