ფეხბურთი

17:27 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შესაძლოა დომენიკო ბერარდი დაიმატოს

„ნაპოლიმ“ შესაძლოა „სასუოლოს“ და იტალიის ნაკრების გარემარბი დომენიკო ბერარდი დაიმატოს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ირვინგ ლოზანოს „აძურიდან“ წასვლა რეალურია. მექსიკელს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. ამიტომაც, ნეაპოლელები მასზე შეთავაზებებს აუცილებლად განიხილავენ და შეიძლება გაასხვისონ.

ლოზანოს პოტენციურ შემცვლელად კი ბერარდი სახელდება, რომელიც მარჯვენა გარემარბია. იტალიელ ფეხბურთელს აქამდე „სასუოლოს“ გარდა არსად აქვს ნათამაშები და ამ გუნდის ლეგენდაა.

დომენიკომ „სასუოლოს“ მაისურით დღემდე 350 მატჩში 131 გოლის გატანა მოახერხა, იტალიის ნაკრებში კი 25 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.11423