ფეხბურთი

11:52 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ არნე სლოტით დაინტერესდა

„ტოტენჰემს” „ფეიენოორდის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის გადაბირება სურს - წერს De Telegraaf.

მწვრთნელის აგენტმა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დროს ცხადყო, რომ სპეციალისტი მზადაა „ტოტენჰემში“ სამუშაოდ. თუმცა, ამ შემთხვევაში, „დეზებმა“ ნიდერლანდულ კლუბს სოლიდური კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. მოლაპარაკებები კლუბებს შორის ოთხშაბათს, 24 მაისს დაიგეგმა.

სლოტმა „ფეინოორდი“ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი უეფას კონფერენს ლიგის ფინალში (2021/2022) გავიდა, სადაც „რომასთან“ დამარცხდა (0:1). 2022/23 წლების სეზონში კი ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა.

0.112631