თურქეთის სუპერლიგის 35-ე ტურში „კარაგუმრუკი“ სტუმრად „ტრაბზონსპორთან“ 1:4 დამარცხდა, საბა ლობჟანიძემ კი საგოლე პასი გააკეთა.
მე-14 წუთზე ქართველმა შემტევმა გრძელი პასი კარგად დაამუშავა, საჯარიმოში შეიჭრა და მბაიე დიანეს ცარიელ კარში გაატანინა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ანდრეა პირლოს გუნდმა მერე 3 გოლი გაუშვა და 1:4 წააგო.
ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე. ის „კარაგუმრუკში“ იჯარით თამაშობს, რომელსაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „ჰატაისპორიდან“ შეუერთდა.
„კარაგუმრუკი“ 44 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 მაისს, „კაისერისპორს“ უმასპინძლებს.