„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსისთვის“ ქულების დაკლებაზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი გამოირჩევა ტურინული გრანდის წინააღმდეგ განცხადებებით, მაგრამ ამჯერად მან „იუვეს“ მხარე დაიჭირა.
„იუვენტუსისთვის“ ქულების დაკლება ხუმრობაა, 2 ტურით ადრე ჩვენთვის, მათთვის, ყველასთვის. „იუვემ“ და მაქს ალეგრიმ ქულები მოედანზე მოიპოვეს და ვწუხვარ მათ გამო. ჩემთვის, ეს სეზონი არალეგალურია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ თავიდან 15 ქულა დააკლეს, რომელიც შემდეგ დაუბრუნეს, ხოლო ახლა, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 10 ქულა დააკლეს, რის შედეგადაც მეორე პოზიციიდან მერვე ადგილამდე დაქვეითდა.