ფეხბურთი

23:44 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილს ინგლისური გუნდები იწვევენ

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერლიგის გუნდების ინტერესის სფეროშია.

The Athletic-ი წერს, რომ 22 წლის კარის დარაჯით „ტოტენჰემი“ და ბირმინგემის „ასტონ ვილა“ არიან დაინტერესებული. „დეზები“ უგო ლორისის შემცვლელს ეძებენ, მაგრამ ბირმინგემელთა კარს არგენტინელი ემილიანო მარტინესი იცავს.

გარდა ამისა, მამარდაშვილს უკავშირებენ „ვილიარეალს“, „ატლეტიკოს“, „პორტუსა“ და „ლესტერ სიტის“. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გიორგი „ვალენსიას“ ზაფხულში დატოვებს. მისი გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანელები სავარაუდოდ, მას 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში შეელევიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 7-ჯერ მოახერხა.

0.120951