სხვა

1:45 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელმა პერესმა სპორტულ სიარულში მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

სპორტულად მოსიარულეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც ჩეხეთის ქალაქ პოდებრადში ჩატარდა, ესპანელმა მარია პერესმა, ქალთა შორის 35 კილომეტრზე სიარულში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან დისტანცია ორ საათში, 37 წუთსა და 15 წამში გაიარა და 29 წამით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც ორი თვით ადრე, პერუელმა კიმბერლი გარსიამ დაამყარა.

შეჯიბრის ბოლოს, კვარცხლბეკის სამივე საფეხური ესპანელმა ათლეტებმა დაიკავეს: მეორეზე რაკელ გონსალესი გავიდა, ვინც გამარჯვებულს რვა წუთზე მეტით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალი კი კრისტინა მონტესინოსმა მოიპოვა.

პერუელი გარსია მსოფლიო ჩემპიონია 20 და 35 კილომეტრზე სიარულში. მან მარტში რეკორდი სლოვაკეთის დუდინსეში გამოსვლისას დაამყარა.

0.122878