ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „უნიკახასთან“ 71:75 დამარცხდა. კანარიელებმა მესამე პერიოდი 8 ქულით წააგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გიორგი შერმადინმა 15:17 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 4-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ „ტენერიფეში“ 9 ქულაზე მეტი არცერთ კალათბურთელს ჰქონია.
„ლენოვო ტენერიფე“ რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინ 23 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, 23 მაისს კი, „სარაგოსას“ შინ დაუპირისპირდება.