NBA-ს სუპერფინალთან „დენვერი“ ერთ ნაბიჯშია, რადგან „ლეიკერსთან“ სერიას დიდი უპირატესობით იგებს. „ნაგეტსმა“ ლოს ანჯელესელებს მესამედ მოუგო, ამჯერად სტუმრად - 119:108. გარდამტეხი და გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც დენვერელებმა 35:26 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ჯამალ მიურაი იყო, რომელმაც 37 ქულა. 7 მოხსნა და 6 პასი ჩააგდო, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი შესძინა. თავის მხრივ „ლეიკერსში“ ენტონი დევისი გამოირჩა 28 ქულით და 18 მოხსნით, ლებრონ ჯეიმსმა კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 12 პასი მიითვალა, მაგრამ მათ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.
ამრიგად, სერიაში „დენვერი“ სერიოზულ უპირატესობას ფლობს (3:0) და უკვე მომდევნო მატჩშივე შეუძლია სუპერფინალში გასვლა, რომელიც 23 მაისს ისევ ლოს ანჯელესში გაიმართება.