„ნაპოლის“ „უდინეზეს“ თავდამსხმელი ბეტო დაუკავშირეს. ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ნეაპოლელები მზად არიან 25 წლის პორტუგალიელში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თავის მხრივ, „უდინეზე“ 35 მილიონს ითხოვს, მაგრამ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და ფასზე მორიგების დიდი შანსია. სავარაუდოდ, ეს არის „აძურის“ მხრიდან პირველი პირველი პრევენციული ნაბიჯი გუნდიდან ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ნაპოლის“ უდინელთა კიდევ ორი ფეხბურთელი, მცველი როდრიგო ბეკაო და ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი მოსწონთ. თავის მხრივ, რამდენიმე თვის წინ ბეტოს შემცვლელად „უდინეზეს“ იტალიური მედია გიორგი მიქაუტაძეს უკავშირებდა.
აქვე გეტყვით, რომ ბეტო „უდინეზეს“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ამ პერიოდში 60 მატჩში 21 გოლი გაიტანა.