ფეხბურთი

15:11 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" 55 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად სტივ კინი დაინიშნა. 55 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი გააფორმა და მისი დებიუტი „თელავთან“ შეხვედრაში შედგება.

კინს ბრიტანეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის 2010-2012 წლებში „ბლექბერნ როვერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხო ასისტენტად ამავე კლუბში, „სოსიედადში“, „ქოვენთრისა“ და „მელბურნში“ უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ 14 ტურის შემდეგ 20 ქულით სატურნირო ცხრილში მეოცე ადგილზეა.

0.125355