კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის „ვესტ ჰემი“ და ფლორენციის „ფიორენტინა“ შეხვდებიან.
„ვესტ ჰემმა“ „ალკმაართან“ საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანა. პირველი მატჩი ინგლისელებმა შინ 2:1 მოიგეს, ხოლო ნიდერლანდებში პაბლო ფორნალსის გოლი იკმარეს და ფინალში კითხვის ნიშნების გარეშე გავიდნენ.
აი, მეორე წყვილში საოცარი დრამა იყო. „ფიორენტინას“ შინ „ბაზელთან“ წაგებული ჰქონდა (1:2), მაგრამ სტუმრად მეტოქეს მოუგო და ფინალში გავიდა. შვეიცარიაში იტალიელებმა 90 წუთში 2:1 მოიგეს და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც 130-ე წუთამდე გაგრძელდა თამაში (ერთი ხანობა შეწყვეტილი იყო), სწორედ ბოლო წუთზე, როცა ყველა პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, ანტონინ ბარაკმა ფლორენციელები ფინალში გაიყვანა.
ამრიგად, კონფერენს ლიგის ფინალში საინტერესო დუელი შედგება - „ვესტ ჰემი“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ.
„ალკმაარი“ – „ვესტ ჰემი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:3
გოლი: 0:1 ფორნალსი (90)
„ბაზელი“ – „ფიორენტინა“ 1:3 დ.დ (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:4
გოლები: 0:1 გონსალესი (35), 1:1 ამდუნი (55), 1:2 გონსალესი (72), 1:3 ბარაკი (130)