ჯიროზე უამინდბამ, წაქცევებმა და კოვიდთან დაკავშირებულმა პრობლემებმა პაუზა აიღო. და მე-12 ეტაპი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა. ასეთი რბოლა კი „ბორა-ჰანსგროს“ გერმანელმა ნიკო დენცმა მოიგო.
185-კილომეტრიანი მარშრუტი მხოლოდ ორმა (მესამე და მეორე კატეგორიის) აღმართმა გაართულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოზრდილ ჯგუფს, ლიდერთა ძირითადი ჯგუფი რამდენიმე წუთით ჩამოეტოვებინა. საბოლოოდ კი საფინიშო სპრინტი სამმა ველომრბოლმა შეასრულა, რომელთა შორისაც, ყველაზე სწრაფი დენცი იყო. მან კარიერაში პირველად მოიგო დიდი ტურის ეტაპი. მეორე ადგილზე ლატვიელი ტომს სკუიინსი (ტრეკ-სეგაფრედო) გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრალიელ სებასტიან ბერვიკს (ისრაელ-პრემიერ ტეკ) ერგო.
რბოლის ლიდერმა, ბრიტანელმა გერეინ თომასმა მალია როსა (ვარდსფერი მაისური) შეინარჩუნა. მან და სხვა ფავორიტებმა, ეტაპი გამარჯვებულთან 8-წუთიანი ჩამორჩენით დაასრულა.
მომდევნო ეტაპიდან, ჯირო ალპებს მიადგება, რომლის აღმართებზეც გამოიკვეთება, თუ ვინ იბრძოლებს ველომარათონში გამარჯვებისთვის. პირველი ალპური ფინიში შვეიცარიაში, კრანს მონტანაშია დაგეგმილი.