ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შეტევაში ზაფხულში ცვლილებები იგეგმება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გუნდს ლიონელ მესი დატოვებს, დიდი შანსია ნეიმარიც გაყიდონ, ხოლო კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს.
Tyc Sport-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან მბაპე დარჩენაში დაარწმუნონ და ამისთვის მაღალი დონის შემტევიც შეიძინონ. წყაროს თანახმად, პსჟ მხოლოდ 100 მილიონ ევროს ერთი ფორვარდის შესაძენად გამოყოფს.
ფრანგულ კლუბში სამი ვარიანტი ჰყავთ - ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი და რანდალ კოლო მუანი. სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი ამ საკითხზე უკვე მუშაობს. თუმცა, ოსიმენის შემთხვევაში ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი უფრო მეტს ითხოვს, ამიტომაც, პსჟ თუ აქცენტის ნიგერიელზე გაკეთებას გადაწყვეტს, უფრო მეტი თანხის გაღებაც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ასევე აქტიურად უკავშირებენ ლონდონის „ჩელსის“, მანამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის შესახებაც იწერებოდა.