ფეხბურთი

21:09 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონი გახდა

გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონი გახდა. ქართველი მცველის „პერსეპოლისმა“ ბოლო ტურში სტუმრად „ნასაჯი“ 4:0 გაანადგურა და პირველი ადგილი დაიკავა.

„პერსეპოლისმა“ 30 ტურში 66 ქულა დააგროვა და 1 ქულით გაასწრო „სეპაჰანს“, რომელიც სამი ტურის წინ ლიდერი იყო, მაგრამ ქულები დაკარგა და შესაბამისად, ჩემპიონობაც.

გიორგი გველესიანი „პერსეპოლისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის კლუბის საუკეთესო გოლეადორთა შორის ამ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მანამდე სამი სეზონის განმავლობაში სწორედ „სეპაჰანში“ თამაშობდა, რომელსაც ახლა ჩემპიონობა „პერსეპოლისმა“ წაართვა.

გველესიანს ირანში „ნასაჯისა“ და „ზობ აჰანში“ აქვს ნათამაშები, საქართველოში კი მთელი კარიერა „დინამო თბილისში“ გაატარა. ის საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს მოუწვევიათ. აქვე გეტყვით, რომ "პერსეპოლისი" ირანის ჩემპიონი ისტორიაში მე-15-ედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114774