ფეხბურთი

14:47 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი, გალტიე, ჯანმრთელობის პრობლემის გამო გუნდის ვარჯიშს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, ჯანმრთელობის პრობლემის გამო პარიზელების მომდევნო ვარჯიშს გამოტოვებს - გვამცნობს პარიზული კლუბის ვებ-გვერდი.

გალტიე არ უხელმძღვანელებს პსჟ-ს ვარჯიშზე, რომელიც დღეს, 18 მაისს გაიმართება. ცნობილია, რომ ხვალ სპეციალისტი სამსახურს დაუბრუნდება. დღევანდელ სესიას გალტიეს თანაშემწეები ტიერი ოლექსიაკი და ჟოაუ საკრამენტო გაუძღვებიან.

პსჟ-მა 35 მატჩის შემდეგ 81 ქულა მოაგროვა და საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გალტიეს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებენ. იტალიური სააგენტოები კი წერენ, რომ „ნაპოლიდან“ ლუჩანო სპალეტის წასვლის შემთხვევაში, მისი ადგილი, შესაძლოა, სწორედ გალტიემ დაიკავოს.

0.112311