ფეხბურთი

21:41 | 17.05.2023 | ნანახია 1489 - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი სეზონში მეორედ ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს (+VIDEO)

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ქართველი კარის დარაჯი უშუალოდ ლა ლიგამ გამოარჩია.

„ვალენსიამ“ ვიგოს „სელტა“ სტუმრად 2:1 დაამარცხა, რაშიც მამარდაშვილმა წვლილი 5 მოგერიებით შეიტანა. ეს კი ესპანეთის ჩემპიონატის ვებგვერდმა დაუფასა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიმდინარე სეზონში მეორედ დასახელდა ტურის საუკეთესო მეკარედ. პირველად ეს მე-20 ტურში მოხდა, სტუმრად „ჟირონასთან“ მატჩში.

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ ლა ლიგამ გასულ სეზონშიც ორჯერ დაასახელა (პირველ და 35-ე ტურებში).

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა. „ვალენსია“ მომდევნო ტურში 21 მაისს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 18.05.2023
გუსანი (746)

ვულოცავ გიორგის, იმედია ზრდას განაგრძობს, არის საკითხები რაშიც გამოსწორება ან დახვეწა ჭირდება, ასეთ შემთხვევაში ქართული ფეხბურთის პირველი მეკარე გახდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118197
სარეკლამო ადგილი - 99
X x X