სხვა

1:11 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მე-10 ეტაპი დანიელმა მაგნუს კორტმა მოიგო

ჯირო დ’იტალიას მე-10 ეტაპი დანიელმა მაგნუს კორტმა მოიგო, ვინც ამით ველომარათონების სლემი შეასრულა. კორტმა საფინიშო სპრინტში უკან მოიტოვა კანადელი დერეკ გი და იტალიელი ალესანდრო დი მარკი და თავის კარიერაში პირველად გახდა ჯიროს ეტაპის გამარჯვებული.

30 წლის კორტს ორი ეტაპი აქვს მოგებული ტურ დე ფრანსზე და ექვსი - ვუელტა ესპანიაზე. იტალიაში მოპოვებული გამარჯვებით კი მან ველომარათონების სლემი შეასრულა. ცნბისათვის, ის ჯიროზე მხოლოდ მეორედ მონაწილეობს.

„ჩემი ტრილოგიის შესრულებით, ძალიან ბედნიერი ვარ. ტურსა და ვუელტაზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჯიროს ეტაპიც მოვიგე. და ეს ჩემთვის ურთულესი დღე იყო, რაც მე ბაიკით მიასპარეზია. წვიმის გამო, ჩემი რადიო არ მუშაობდა და ამის გამო არ ვიცოდი, რამდენად შორს იყო მდევართა ჯგუფი. თავი არ დაგვიზოგავს და გარჯა ამად ღირდა. და ყველაფერთან ერთად, ძნელი დასაჯერებელია ის, რაც მოხდა“, - განაცხადა კორტმა.

მეათე ეტაპის შემდეგ, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა ბრიტანელმა გერეინ თომასმა, ვინც მეორეზე მყოფ სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს სულ რაღაც, ორ წამს უგებს. ეს ეტაპი ორივემ გამარჯვებულთან 51-წამიანი ჩამორჩენით დაასრულა. მესამეზეა ჯიროს ყოფილი ჩემპიონი და თომასის თანაგუნდელი (ორივე ინეოსის წევრია), ბრიტანელი ტაო გეოგეგენ ჰარტი.

მე-11 ეტაპზე მონაწილეებს 219 კილომეტრის გავლა უწევთ და ეს მიმდინარე ველომარათონზე ყველაზე გრძელი ეტაპი იქნება.

0.115023