ფეხბურთი

18:00 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ვენაში შენიშნეს, ქართველი "რაპიდში" გადადის?

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ვენის „რაპიდს“ აქტიურად უკავშირებენ. ამჯერად ცნობილი ავსტრიული გამოცემა LAOLA1 წერს, რომ გიორგი ავსტრიაში იმყოფებოდა.

წყაროს თანახმად, ის ვენის სახელმწიფო ოპერის წინ შენიშნეს. გამოცემა არ აზუსტებს, ვენაში მისი ვიზიტი ტრანსფერს თუ უბრალოდ დასვენებას უკავშირდებოდა, მაგრამ ვინაიდან ჯერ სლოვაკეთში სეზონი არ დასრულებულა, გიორგის არც შვებულება აქვს.

გამოცემა წერს, რომ ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდება და „რაპიდს“ მისი უფასოდ დამატება შეეძლება. არადა, მანამდე სხვაგვარი ცნობები ვრცელდებოდა, რომლის მიხედვით, „ჩაკვეს“ „გენტთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ იჯარით ითამაშა, სადაც 45 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. „რაპიდის“ გარდა, მისით ინტერესს შოტლანდიური „აბერდინიც“ იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119114