ფეხბურთი

13:47 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანსელუ იჯარის დასრულების შემდეგ „ბაიერნს“ დატოვებს

ნაკლებად სავარაუდოა, „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ მცველ ჟოაუ კანსელუს, იჯარის ვადა გაუგრძელოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

„ბაიერნი" მზად არ არის პორტუგალიელისთვის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც „სიტისთან“ შეთანხმების კვალად, მისი გამოსასყიდი თანხაა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის მცველს „ბარსელონა“ და „არსენალიც“ აკვირდებიან.

მიმდინარე სეზონში კანსელუმ „ბაიერნის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116164