იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 70-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. იტალიურმა მედიამ მისი თამაში შეაფასა.
Eurosport 6 ქულა: „55 წუთი კარგად ჩაატარა, გაშვებული გოლის შემდეგ კი ფიზიოლოგიური ვარდნა განიცადა“.
Calciocremonese 6 ქულა: „კარგი მატჩი ქართველისგან, რომელიც „იუვენტუსის“ შემტევებთან ყოველთვის იბრძოდა“.
Cuoregrigiorosso 6 ქულა: „სხვა მატჩებთან შედარებით ნაკლებად მოციმციმე, მაგრამ მეურვეობის ფაზაში ნორმალურად ითამაშა. არ დაუშვია შეცდომები და მეორე სართულზეც გუნდს დაეხმარა“.
Cremonasport 6 ქულა: „უხერხულ მეტოქეებთან ცუდად არ გამოიყურებოდა“.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „ქართველი ცენტრალური მცველი კარგად იყენებდა თავის ფიზიკურ ძალას „იუვენტუსის“ ფორვარდებთან ახლო დუელებში. ყოველთვის ყურადღებით იყო, განსაკუთრებით საჰაერო თამაშში“.
მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა სერია A-ს 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ იტალიის თასზეც ითამაშა. კრემონელები მომდევნო ტურში 20 მაისს „ბოლონიას“ უმასპინძლებენ.