ნაცუ ბაშო დაიწყო და დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს და მისი მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი აკუა იყო, რომელთანაც ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით წააგო.
ტოჩიმ აღნიშნულ მეტოქესთან დღეს ურთიერთშეხვედრებში მე-5 ბრძოლა გამართა და მოგება წაგების ბალანსში ჩამორჩა, რადგან 2 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს.
">www.youtube.com/watch?v=wDkqnR9RQJc]
ტოჩინოშინის ბრძოლა 18:33-დან
ამრიგად, 34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო, ხვალ კი ჯურიოს მეოთხე ნომერ როგას შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და წააგო.